უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა, ხეების დარგვისთვის მორიგი „დამკვრელური 40 დღე“ გამოაცხადა.
მან საზოგადოებრივი პროექტის ფარგლებში „მწვანე სივრცე“ 75 მილიონი მსხმოიარე და დეკორატიული ხის დარგვის განკარგულება გასცა. ხოლო გაზაფხულზე, დამატებით უზბეკეთში 125 მილიონი ხე უნდა დარგონ.
„დამკვრელური 40 დღე“ 20 ოქტომბრიდან პირველ დეკემბრამდე გასტანს.
„ხეების დარგვა სულით უნდა განხორციელდეს და ჩვენი ხალხის კულტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს“, - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა.